საბერძნეთის კრიზისი

ციპრასი: რეფერენდუმზე საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას მხარი არ დაუჭიროთ

left.gr

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ალექსის ციპრასი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, რეფერენდუმზე, რომელიც 5 ივლისს გაიმართება, საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირონ. ციპრასი თვლის, რომ კრიზისიდან უკეთესი გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია. 

პრემიერის თქმით, თუ ამომრჩევლები რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, რომ სურთ მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარება, ის თანამდებობას დატოვებს.

ათენმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დღეს უნდა გადაუხადოს. ვადა ვაშინგტონის დროით 18:00 საათზე იწურება.

ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნის უარყოფა ევროკავშირის ზონის დატოვებას ნიშნავს. 

გუშინ საღამოს ათენში, პარლამენტის შენობასთან ათობით ათასი ადამიანი მთავრობის მხარდასაჭერად შეიკრიბა. საწინააღმდეგო აქციის გამართვა კი დღეს იგეგმება.

კომენტარები