მაღალი პრემიები

დარჩიაშვილი: რეგიონებში ბევრი პრობლემაა და ამხელა პრემიები შეუსაბამოა

radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, მაშინ, როდესაც რეგიონებში მძიმე ეკონომიკური პრობლემებია, მაღალი პრემიების გაცემა სრულიად შეუსაბამოა. დარჩიაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სამ წელიწადში, საქართველოს თვითმმართველობებში 100 მლნ ლარზე მეტი პრემია და დანამატი გაიცა.

"პრემიებს გააჩნია უზარმაზარი ისტორია, საბჭოთა პერიოდიდან მოდის მინიმუმ და ძნელია ადამიანები უცებ გადააჩვიო ამ ყველაფერს, მაგრამ გააჩნია რაში იღებ და რამდენს იღებ. თვითმმართველობებზე როდესაც არის ლაპარაკი, შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ, რომ რაიონებში არის კატასტროფული მდგომარეობა. გაჩერებულია ძალიან ბევრი პროექტი, პრობლემების რიცხვი მატულობს და ამ დროს თვითმმართველობები მილიონობით პრემიას იღებენ. აი, ეს არის სრულიად შეუსაბამო", - თქვა დარჩიაშვილმა.

კომენტარები