მკვლელობა

სენაკში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით სენაკში 1982 წელს დაბადებული რაიბულ დ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეზობელს, 1960 წელს დაბადებულ ზაურ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზაურ გ. მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რაიბულ დ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები