სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

პრემიერი: ყველა დაზარალებულს ვერ დაუბრუნდება ენმ-ის ჩამორთმეული ქონება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაქტიურდეთ". როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, "კარგია, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს". ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის ხუთი ფაქტის გახსნის შესახებ. 

"სახელმწიფოს მიერ იძულებით ჩამორთმეული ქონების საკითხზე ინტენსიურად იმუშავა მთავრობამ, პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა, ეკონომიკის სამინისტრომ და დღეს უკვე, ჩვენ დავიწყებთ ეტაპობრვად ამ დაბრუნების საკითხების განხილვას და გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეეხება წლების განმავლობაში ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების მიერ ყველა დაზარალებულს. თუმცა პროცესი არის დაწყებული, მნიშვნელოვანია, რომ ეს გახდეს ხელშესახები ამ დაზარალებული მოსახლეობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები