სააკაშვილის მოქალაქეობა

წულუკიანი: სააკაშვილს მოქალაქეობას როცა გვინდა, მაშინ შევუწყვეტთ

მოქალაქეობა მას ფორმალურად ქაღალდზე ჯერ კიდევ აქვს, თუმცა მან შეიძინა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა... მე არ ჩავვარდებოდი ცაიტნოტში, იმიტომ, რომ ყველა ბერკეტი სააკაშვილმა მოგვცა ხელში. ბურთი ჩვენს მოედანზეა და ახლა ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ წყნარად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით... ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა გვინდა, მაშინ მივიღოთ...

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა იმედის კვირაში.

კომენტარები