26 მაისი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე - ღონისძიებების დასრულებამდე ვარდების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

24 მაისს 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას ქუჩებზე.

26 მაისს 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის, დადიანის და ლეონიძის ქუჩებზე.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის ქუჩაზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

კომენტარები