უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ვანდა სონდიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნგრეთმა საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.
სონდიმ აღნიშა, რომ უნგრეთის მთავრობა მოწვეული უცხოელი მუშაკებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდვას გეგმავს, რადგან მათ ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასებზე "დამთრგუნველ გავლენა აქვთ".
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელი მუშაკები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა ზოგიერთი სექტორი, მათ შორის მომსახურებისა და წარმოების სფეროები, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოელ თანამშრომლებზე.
ქვეყანაში უკვე მყოფ თანამშრომლებს კვლავ შეეძლებათ ვიზის გახანგრძლივებაზე განაცხადის შეტანა, ხოლო უკვე წარდგენილი განაცხადები ჩვეულებრივი წესით განიხილება.




