კრიზისი უკრაინაში

სეპარატისტები: რუსი სამხედროები ქართულმა სპეცრაზმმა დაატყვევა

facebook.com/dostali.hvatit?fref=photo

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წარმომადგენლების თქმით, უკრაინაში რუსი სპეცრაზმელები ქართულმა სპეცრაზმმა დაკავა. ამის შესახებ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა განაცხადა. მისი თქმით, ქართული სპეცრაზმი ლუგანსკის ოლქშია განლაგებული.

უკრაინელმა სამხედროებმა ორი რუსი სამხედრო 17 მაისს დააკავეს. მათ აღიარეს, რომ გრუ-ს სპეცრაზმში მსახურობენ.

მოსკოვი კი აცხადებს, რომ დაკავებული სპეცრაზმელები მოქმედ არმიაში აღარ მსახურობენ. რუსულმა ტელეარხებმა ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლის ინტერვიუც აჩვენეს, რომელიც ამბობს, რომ მისი მეუღლე სამსახურიდან ჯერ კიდევ დეკემბერში წამოვიდა.

კომენტარები