თავდასხმა ტუნისში

ტუნისის მუზეუმზე თავდასხმის საქმეში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დაკავებულია

CNN

ტუნისის მუზეუმზე თავდასხმის საქმეში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, მაროკოელი მამაკაცი იტალიაში ნავით ჩასულ მიგრანტებს შორის იმყოფებოდა. დაკავებული პირი ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. პოლიცია დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ტუნისის მუზეუმზე შეიარაღებულ თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები