თავდასხმა ტუნისში

ტუნისის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

theguardian.com

ტუნისში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მუზეუმში ტურისტებზე თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, თითქმის ყველა მათგანი უცხოელი ტურისტია. ტერორისტული დაჯგუფება ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამ თავდასხმას კეთილშობილურ ქმედებას, მუზეუმს მუსლიმურ ტუნისში კი, ურწმუნოების ბუდეს უწოდებს.

ტუნისის ხელისუფლებამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით ცხრა ადამიანი დაკავა. დადგენილია ორი მოკლული თავდამსხმელის ვინაობაც. ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ქუჩებში სპეცრაზმელები პატრულირებენ.  

კომენტარები