თავდასხმა ტუნისში

ტუნისში ტურისტებზე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

theguardian.com

ტუნისში ტურისტებზე თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ბარდოს მუზეუმში ტურისტებზე ტერორისტების გუშინდელი თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. 20 დაღუპული უცხოელი ტურისტია, მათ შორის ავსტრალიის, ესპანეთის, კოლუმბიის, იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და იაპონიის მოქალაქეები. პოლიციამ ორი თავდამსხმელი ადგილზე მოკლა, მათი შესაძლო თანამზრახველების ძებნა გრძელდება. ტუნისის პრეზიდენტმა ბეჟი კაიდ ეს სებსიმ მოსახლეობას ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, მისი ქვეყანა ტერორიზმთან ომის მდგომარეობაში იმყოფება და სახელმწიფო ტერორისტებს დაუნდობლად შეებრძოლება. ტუნისის პრემიერმა ჰიბიბ ესიდმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა.

მხარდაჭერა და თანაგრძნობა ტუნისსა და დაღუპულთა ახლობლებს მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ და ლიდერმა გამოუცხადა.  

კომენტარები