საქართველო-ავსტრია

პრემიერი: გთავაზობთ უნიკალურ ბიზნესგარემოს. საქართველოში ბიზნესი არის დაცული

ჩვენ ვართ დამაკავშირებელი ცენტრი, მე ვიტყოდი, ჰაბი, ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს აქვს მართლაც გამორჩეული, უნიკალური, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა. ჩვენ გთავაზობთ ყველას, არა მხოლოდ ავსტრიას, არამედ წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნის, უნიკალურ ბიზნესგარემოს. საქართველოში ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული. სასამართლო ხელისუფლების განმტკიცების და მისი დამოუკიდებლობის მიმართულებით ჩვენ არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით და ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი მთავრობისგან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა ჩვენი მთავრობის.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები