NDI-ის კვლევა

პაიჭაძე: მთავრობას სჯერა ან ასახიერებს, რომ სჯერა, რომ იქცევა სწორად

ჩვენ არ მოგვისმენია არც მთავრობის დამტკიცების და არც მანამდელი პროცედურების დროს, არათუ გეგმა იმისა, როგორ გამოვლენ ამ ვითარებიდან, არამედ, აღიარება ამ ვითარების. გეუბნებიან - "ყველაფერი კარგად არის, თქვენ აღიქვამთ არასწორად". აჰა, დადასტურდა, რომ ეს არ არის არასწორი აღქმა. მედიის მუშაობა აქ შეიძლება მეორეული იყოს, არ იყოს საიმისო, რომ მოქალაქეებმა სიტუაცია შეაფასონ ისე, როგორც ამ კვლევაში ჩანს. მოქალაქეები ამ სიტუაციას აფასებენ დიდწილად მედიისგან დამოუკდიებლად. როგორც ბატონი ბიძინა დაგვპირდა, საკითარ ჯიბეზე იგრძნობთო, ეს შეასრულა, მე არ ვიცი რა აზრს დებდა ამაში... პოზიტიურად რამდენი გრძნობს ჩანს იქ - ერთიშნა რიცხვს არ აღემატება, ვინც პოზიტიურად აფასებს ეკონომიკურ ვითარებას...  ასე, რომ არათუ იმედი, მოლოდინი იმისა, რომ ეს მთავრობა ამ შემადგენლობით რამეს გააუმჯობესებს, არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს მთავრობა არ იყო მანამდეც? რა გააუმჯობესა? მათ სჯერათ ან ასახიერებენ, რომ სჯერათ, რომ იქცევიან სწორად, რომ ასე უნდა, როგორც მართავენ.

განაცხადა ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში NDI-ის კვლევაზე საუბრისას.

კომენტარები