NDI-ის კვლევა

თორნტონი: ეროვნული საკითხების სამეულში პირველად არ არის ტერიტორიული მთლიანობა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის თქმით, ეროვნული საკითხების სამეულში პირველად ვერ მოხვდა ტერიტორიული მთლიანობა, რაც ეკონომიკური საკითხების გააქტიურებამ გამოიწვია.

"ჩვენი კვლევის მიხედვით, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური საკითხები. ისინი ფიქრობენ, რომ სიღარიბე არის ძალიან პრობლემატური ქვეყანაში. პირველად ჩვენი კვლვების განმავლობაში დაფიქსირდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღარ არის პირველ სამეულში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების და ეს არის იმიტომ, რომ ეკონომიკურმა საკითხებმა გადაუსწრო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმ პირებისთვის, ჯგუფებისთვის, ხელისუფლებისთვის, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ამ პრობლემების მოგვარებაზე" - განაცხადა თორნტონმა. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები (66%), ინფლაცია (43%) და სიღარიბეა (39%). გამოკითხულებს მაქსიმუმ სამი პასუხის დასახელება შეეძლოთ. ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს ტერიტორიული მთლიანობა (27%).

კომენტარები