კონგოს რესპუბლიკაში ამბოხებული შეიარაღებული პირები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კოლონას დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდასხმას გაეროს ორი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა, 13 პირი დაჭრილია, ხოლო 4 მათგანს ჯერ კიდევ ეძებენ. მათი თქმით, მოკლული მშვიდობისმყოფელები ტანზანიიდან იყვნენ.
"გაერო სამოქალაქო პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეიარაღებული ჯგუფების გასანეიტრალებლად ყველა საჭირო ზომებს მიიღებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გაეროს ჯგუფი კონგოში უგანდელი აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი ძალების დასახმარებლად იმყოფება.





