კრიზისი უკრაინაში

აშშ-მ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის 200 მლნ დოლარი გამოყო

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი თავდაცვის პოლიტიკის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების მისაწოდებლად 200 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას მხარი კომიტიტის 60-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა ორმა მისცა.

როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები, ადმინისტრაციისგან უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას მოითხოვენ, თუმცა ბარაკ ომაბა ამ გადაწყვეტილებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჰამერის ტიპის ჯიპები და სხვა არალეტალური აღჭურვილობა გადასცა, ასევე უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად უკრაინაში 300 სამხედრო ინსტრუქტორი მიავლინა.

კომენტარები