დაღუპული ქართველი უკრაინაში

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

facebook.com/dostali.hvatit?fref=photo

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გიორგი ჯანელიძე ბატალიონ აზოვში ირიცხებოდა. უკრაინაში მებრძოლის დავით მაყიშვილის ცნობით, ჯანელიძე სადაზვერვო ოპერაციის დროს, გუშინ მომხდარი შეტაკებების შედეგად, სეპარატისტების მიერ განხორციელებულ იერიშს ემსხვერპლა. მაყიშვილი რუსთავი 2-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ შეტაკებების შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, მას ტყვია სახის არეში აქვს მოხვედრილი.

ამასთან, როგორც მაყიშვილმა თქვა, შიროკინოში, სადაც ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა, ამ დრომდე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც დაღუპულის კონფლიქტის ზონიდან გამოყვანა ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

საქართველოს კონსული უკრაინაში ირაკლი აგლაძე აღნიშნავს, რომ ის ელოდება ქართველი მებრძოლებისგან ინფორმაციას ჯანელიძის ცხედრის გამოყვანის შესახებ, რის შემდეგაც საელჩო დაუყოვნებლივ დაიწყებს გადმოსვენების პროცედურებს.

კომენტარები