ირანის ბირთვული პროგრამა

ისრაელის პრემიერმა სამგლოვიარო ცერემონიაზე ირანთან გარიგება გააკრიტიკა

Aljazeera

ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე ტრადიციული ხმოვანი სიგნალებით და წუთიერი დუმილით აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლული 6 მილიონზე მეტი ებრაელის ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში რამდენიმე წუთით შეჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა, შეწყდა სასწავლებლებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობა.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს თარიღი იად ვაშემის მემორიალურ კომპლექსში აღნიშნეს. ცერემონიაზე გამოსვლისას ქვეყნის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტთან დაკავშირებით ირანის ატომური პროგრამის პრობლემაზეც ისაუბრა და თეირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, წარსულის შეცდომები არ გაიმეოროს და ახალი კატასტროფა არ დაუშვას.

კომენტარები