რეკლამა

ორი ახალი გემო ნატახტარის ლიმონათისგან – ფეიხოა და თეთრი ყურძენი

ნატახტარის ლიმონათი მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სულ ახლახან ქართულ ბაზარზე ნატახტარის ლიმონათი ფეიხოასა და თეთრი ყურძნის არომატით გამოჩნდა. 

„გვინდოდა, მომხმარებლისთვის უფრო დიდი არჩევანი და მეტი მრავალფეროვნება შეგვეთავაზებინა. ამიერიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება არსებული 10 არომატის (მსხალი, ტარხუნა, საფერავი, ნაღები, ლიმონი, ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, ვაშლი და კოწახური)  ფეიხოასა  და თეთრი ყურძნის ლიმონათიც დააგემოვნოს,“  – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი.

ნატახტარის ლიმონათი ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. დღეს ის საქართველოში პოპულარული ლიმონათია და მომხმარებლის მოწონებით სარგებლობს. 

"ნატახტარის ლიმონათი მდგრადი და უცვლელი ხარისხის ქართული პროდუქტია, რომელიც ქართული სუფრის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს. ნატახტარის ლიმონათი საუკეთესო ნატახტრის წყალზე დამზადებული, გემრიელი გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ყველას ბავშვური ბედნიერებისა და უდარდელობის შეგრძნებას ანიჭებს. ამასთან ხილის ნატურალურ არომატებზე სტაბილური და მაღალი ხარისხის ქართული ბრენდია. საქართველოში ლიმონათს განსაკუთრებული ისტორია აქვს. ჩვენს ქვეყანაში ლიმონათი ძალიან პოპულარული იყო. სწორედ ამ ტრადიციებს განაგრძობს ნატახტარის ლიმონათი თავისი ნატურალური, საუცხოო გემოთი და გამორჩეული ხარისხით. ნატახტარის ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება. ექსპორტის მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ლიმონათზე. გაატარეთ სადღესასწაულო დღეები ნატახტარის ლიმონათთან ერთად" - აცხადებენ კომპანია ნატახტარში.

კომენტარები