საჰაერო თავდაცვა

ძიძიგური: პეტრიაშვილმა იუზრდელა, ალასანიამ კი საიდუმლო საჯაროდ გამოიტანა

wikipedia.org

დედისკოს ბიჭებისგან და გოგოებისგან არ მესწავლება ლაპარაკი - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერი ზვიად ძიძიგური ალექსი პეტრიაშვილს.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით ალასანია და მისი გუნდი არასწორად მოიქცა, როდესაც საჰაერო თავდაცვის თემასთან დაკავშირებული საკითხი საჯაროდ გამოიტანა. ძიძიგურის განცხადებით ამ თემებზე საუბარი სირცხვილია და არ შეიძლება ასე რუსეთს უყვებოდე ღიად ყველაფერს.

„ძალიან ბევრი საიდუმლოება იცის გიგა ბოკერიამ საქართველოს უშიშროების, უსაფრთხოების, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ 2 წელია ის ოპოზიციაში და მას არ გამოუტანია ეს თემები და გრცხვენოდეთ, სირცხვილია ამ თემებზე ლაპარაკით ქვეყანას აზიანებთ, აზარალებთ და აუბედურებთ. ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ, დაკარგული ტერიტორიების მქონე ქვეყანა ვართ და არ შეიძლება ასე პირდაპირ რუსეთს მოუყვე რა კეთდებოდა, რა ვერ გაკეთდა და რა გაკეთდება“ - განაცხადა ძიძიგურმა.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ზვიად ძიძიგურს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა შეახსენა. პეტრიაშვილის თქმით ყოფილმა პრემიერმინისტრმა 8 ნოემბრის გამოასვლაში არაერთი საიდუმლო გათქვა.

„ყოჩაღ ზვიად. ჩაუჯექით შენ და შენი ფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და უყურეთ 8 ნოემბრის ინტერვიუში რამდენი საიდუმლო გათქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა. ერთად ჩაუჯექით და მერე დაანამუსე და დაასირცხვილე ბიძინა ივანიშვილი შენ კონკრეტულად“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ძიძიგურის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილმა სერიოზულად იუზრდელა და მას დედისკოს ბიჭებისგან არაფერი ესწავლება.

„ბუკა პეტრიაშვილმა სერიოზულად იუზრდელა. ეს ერთი დასკვნის გამოტანის საშუალებას მაძლევს მე, რომ მას გულში მოხვდა ის რაც ვილაპარაკე, ეს ნიშნავს რომ სწორად ვილაპარაკე. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პეტრიაშვილს, ალასანიას, ფანჯიკიძეს და სხვებს - ნუ გადააყოლებთ საქართველოს ინტერესებს, თქვენს ვიწრო-პარტიულ ინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი მესიჯი თქვენი მიმართულებით. ჩემი მისამართით რაღაც ცუდი სიტყვების ლაპარაკი და ბრალდებები... მე ახლა დედიკოს ბიჭებისგან და დედიკოს გოგოებისგან არ მესწავლება, სად და როდის და როგორ უნდა მოვიქცე“ - განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები