ბიძინა ივანიშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, დიდი კაპიტალის ფლობის გამო, არის უზარმაზარი გავლენის მქონე პირი, რომელიც შეიძლება არ ერევა კონკრეტულ, დეტალურ, უმნიშვნელო გადაწყვეტილებებში, მაგრამ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, ბუნებრივია, ერევა. ამ თვალსაზრისით, ის არის ძალიან დიდი ძალაუფალი, რომელსაც ყველა თანამდებობის პირი, პირდაპირი მნიშვნელობით, შესციცინებს თვალებში. თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ პრეზიდენტი გვარად ყოფილიყო არა მარგველაშვილი, არამედ ივანიშვილი, წარმოგიდგენიათ, როგორ გაასწრებდნენ ერთმანეთს ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე ჩვენი დეპუტატები, რომ მოესმინათ თუნდაც ესეთი შემცირებული უფლებების მქონე პრეზიდენტის გამოსვლისათვის, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება?! მე თუ მკითხავთ, ეს არის მიზანმიმართული ქმედებები იმისთვის, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, დასუსტდეს.
არაფორმალური მმართველობა
ტაბლიაშვილი: ივანიშვილის მოსასმენად პარლამენტის გზაზე ერთმანეთს გაასწრებდნენ
tbl.ge/xzz
დაკოპირდა
აღნიშნა ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობასა და 31 მარტს, პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე საუბრისას.
პრეზიდენტის მისვლა პარლამენტშიპრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლაბიძინა ივანიშვილიირაკლი ტაბლიაშვილიარაფორმალური მმართველობათეორემა
ამავე თემაზე
- ივანიშვილის დეპუტატები ამბობენ, რომ ივანიშვილს არაფორმალური სანქციები ადევს
- პრეზიდენტი არაფორმალურ მმართველობაზე: ვერაფერს ვხედავ, 1.5 წელია, ივანიშვილი არ მინახავს
- ფონ კრამონი: დემოკრატიის პრობლემაა, როდესაც ვიღაც ფულითა და გავლენით ქვეყანას მართავს
- ევროპარლამენტარი: ივანიშვილი ოლიგარქია, გაუმჭვირვალედ, კულუარებიდან მართავს ქვეყანას
- ფუკუიამა: ქართული დემოკრატიის პრობლემა არაანგარიშვალდებული ძალაუფლებაა