კოალიცია ქართული ოცნება

კალაძე: კოალიცია რომ ადრე თუ გვიან დაიშლება - ეს ყველამ ვიცით

კოალიცის დაშლის შემთხვევაში ვაპირებ ისევ ქვეყნის სამსახურში ყოფნას. კოალიცია რომ ადრე თუ გვიან დაიშლება - ეს ყველამ ვიცით, ასე რომ, ეს არ არის პოლიტიკური სენსაცია ან კატასტროფა. ეს არის, უბრალოდ, პოლიტიკური რეალობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე პროცესი. კოალიცია რის გამოც შეიქმნა, ყველამ ვიცით. ასე რომ, მისია უკვე შესრულებულია. ვნახოთ, კოალიციის წევრები რას გადაწყვეტენ და მერე ვიმსჯელოთ ან შევაფასოთ ამ შედეგიდან გამომდინარე, თუმცა ამ ეტაპზე კოალიციის დაშლას არანაირი საშიშროება არ ემუქრება.

განაცხადა ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ საკუთარ ვიდეობლოგში, მოქალაქის კითხვაზე - რას აპირებთ კოალიციის დაშლის შემთხვევაში.

კომენტარები