კოალიცია ქართული ოცნება

კობახიძე: ივანიშვილის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია – მას აქვს უნარი, სწორი რჩევა მოგვცეს

რა რეჟიმში წარიმართება პარტიული გადაწყვეტილებების მიღება, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გუნდის ყველა ლიდერთან.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის ამას აქვს, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამარტო იმის გამო, რომ ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის ლიდერი, არამედ პირველი რიგში იმის გამო, რომ მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება გუნდის წინაშე და განსაკუთრებული უნარი, რომ სწორი რჩევა მისცეს.

ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდა თუ არა ქართული ოცნების ე.წ. საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია ჯანდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით.

კომენტარები