შინაგან საქმეთა სამინისტრო

თერჯოლის გამგეობაში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თერჯოლის გამგებელსა და ქართული ოცნების წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

თერჯოლაში, მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ქართული ოცნების წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქართული ოცნების წევრი როსტომ გავაშელაშვილი გამგებლის თეიმურაზ ჯაფარიძის კაბინეტში შესვლას ცდილობდა, რა დროსაც გამგებელსა და გავაშელაშვილს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები