21 მარტის აქცია

აქციაში მონაწილეობის მისაღებად კოლონა ქუთაისიდანაც დაიძრა

http://kutaisitoday.com/

დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების კოლონა ქუთაისიდანაც დაიძრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქცია ლოზუნგით - "გადადგეს უუნარო მთავრობა" - თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება. იქამდე, აქციის მონაწილეები ვარდების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც. 

კოლონები სამეგრელოდან, აჭარიდან და ახალციხიდანაც დაიძრნენ.

კომენტარები