21 მარტის აქცია

პრემიერი: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება

მესმის ყველა ადამიანის აღშფოთება. ისინი წლების განმავლობაში ითმენდნენ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რაიმე ტიპის აჟიოტაჟი და ხმაური. ჩვენ გვჭირდება დამშვიდება და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. აქციის ჩატარება ეს არის კანონით გათვალისწინებული უფლება და ნორმალური პროცესი, რომელიც დამახასიათებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ატარებს მას და ამას ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები