თბილისის საქალაქო სასამართლო

ენმ-ის გუშინ დაკავებულ აქტივისტებს 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, რომლებიც გუშინ, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თავისუფალი ზონის წევრი ფარნაოზ ჭკადუა კი, ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. ჯერ არ გამართულა მათთან ერთად დაკავებული თავისუფალი თაობის ლიდერის ლადო სადღობელაშვილის პროცესი. მას წვრილმან ხულიგნობასთან ერთად, კახა კუკავას ცემასაც ედავებიან.

გუშინ, პარლამენტის ყოფილი შენობიდან გამოსულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გოკა გაბაშვილს და გიგა ბოკერიას ლადო სადღობელაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირებაში თავისუფალი ზონის და სიმართლის თაობის წევრები ჩაერთნენ, რომლებიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა. 

კომენტარები