გიორგი ლორიას ტრანსფერი

არველაძე: ლორიას თამაში ყოველთვის მომწონდა და სულ მინდოდა გუნდში მყოლოდა

www.sporfc.com/

თურქული ქასიმფაშას მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის განცხადებით, შესაძლოა სეზონის ბოლოს მის გუნდში საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია ჩაირიცხოს. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა გაზეთ ლელოს განუცხადა.

ლორიას ბერძნულ ოფი-ში საქმე კარგად ვერ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში წასვლის შემდეგ, არაერთი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე და ბერძნული გამოცემებისა თუ გულშემატკივარ-სპეციალისტების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და საქართველოს ნაკრების მეკარეც ახალი კლუბის ძიებაშია.

"გიორგი მაღალი დონის მეკარე და პროფესიონალია. მისი თამაში სულ მომწონდა და სულ მინდოდა, ჩემს გუნდში მყოლოდა", - ეს შოთა არველაძის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ქასიმფაშაში ამ დროისთვის ორი ქართველი ფეხბურთელი - ლაშა დვალი და ოთო გოშაძე ირიცხება.

კომენტარები