21 მარტის აქცია

ენმ-მ 21 მარტის აქციის შესახებ ინფორმაცია მერიას ოფიციალურად მიაწოდა

amerikiskhma.com

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მარტს დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიას ოფიციალურად მიაწოდა. განაცხადი მერიაში ენმ-ის წევრმა და დედაქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ შეიტანა. 

თბილისში 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით ვარდების მოედანზე ჩატარდება. მელია აცხადებს, რომ აქციაზე საზოგადოების წარმომადგენლები მმართველი კოალიციისა და მთავრობის ქმედებებს გააპროტესტებენ. 

"ჩვენ დავგმობთ მთავრობის 2-წლიან ქმედებებს, რომელმაც ქვეყანა გააღარიბა და ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იქნება", - აცხადებს ნიკა მელია. 

კომენტარები