ჩეჩნეთში, გროზნოში ბორის ნემცოვის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი მისივე ნასროლმა ხელყუმბარამ იმსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას Интерфакс ავრცელებს.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, უცნობმა პირმა ერთი ხელყუმბარა პოლიციელების მისამართით ისროლა, მეორე კი აუფეთქდა და ადგილზე გარდაიცვალა.
Интерфакс-ის ინფორმაციით გროზნოში, ლევ იაშინის ქუჩაზე სავარაუდო ეჭვმიტანილის ბინას პოლიციამ ალყა შემოარტყა და დანებება მოსთხოვა, თუმცა უცნობმა პირმა მათ ხელყუმბარა ესროლა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი გუშინ დაკაავეს.