ბორის ნემცოვის მკვლელობა

მოსკოვში მოკლული ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა

Кирилл Кудрявцев / AFP / Scanpix / LETA

24 თებერვალს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა. რუსული მედია წერს, რომ მსვლელობის ორგანიზატორებს ღონისძიება ხელისუფლებასთან შეთანხმებული ჰქონდათ. 

მსვლელობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სკანდირებდნენ "რუსეთი პუტინის გარეშე", "ჩვენი სახელია ბორის ნემცოვი" და "პუტინი ქურდია". 

რუსი სამართალდამცავები ამბობენ, რომ აქციაზე სულ 6 000 ადამიანი იყო, თუმცა აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათი რიცხვი 10 000-ზე მეტი იყო. 

ბორის ნემცოვი რუსული ოპოზიციის ლიდერი იყო. 2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

კომენტარები