ბორის ნემცოვის მკვლელობა

მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობა გაიმართა

Reuters

გუშინ, მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის ყოფილი ლიდერის ბორის ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

2015 წლის 27 თებერვალს, 55 წლის ნემცოვს კრემლთან ახლოს 4 ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით 5 ჩეჩენი მამაკაცია დაკავებული, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ. მკვლელობის ორგანიზატორად გამოძიებამ ჩეჩნეთის შინაგანი ჯარის ყოფილი მებრძოლი რუსლან მუხუდინოვი დაასახელა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ეროვნული თავისუფლების პარტიის ლიდერი ნემცოვი, პუტინისადმი მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. 1998 წელს ნემცოვი, ელცინის პრეზიდენტობის დროს, ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა.

კომენტარები