სავალუტო კრიზისი

ხადური: არანაირი ეკონომიკური კრიზისი საქართველოში არ არის

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

''არანაირი ეკონომიკური კრიზისი საქართველოში არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში რომლის ეკონომიკაც გაიზრდება. მართალია ცოტათი, მაგრამ მაინც'', - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხვონის საპასუხოდ გააკეთა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავს. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული გეგმა ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსაყვანად.

28 თებერვალს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო სხდომა ჩაიშალა.

კომენტარები