ბორის ნემცოვის მკვლელობა

თანამშემწე: ნემცოვს უკრაინაში რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

AFP

მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის თანაშემწე სააგენტო როიტერთან საუბრისას ამტკიცებს, რომ მკვლელობის წინ პოლიტიკოსი მას უკრაინის კონფლიქტში რუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებ მოხსენებაზე უსაუბრა, რომლის გამოქვეყნებასაც გეგმავდა. თანაშემწის თქმით, ნემცოვმა, იმის შიშით, რომ საუბარს უსმენდნენ, მას წერილი მისწერა. სადაც აღნიშნა, რომ რუს მედესანტეთა ჯგუფი დაუკავშირდა, რომლებსაც თანამებრძოლები უკრაინაში დაეღუპათ.

კონფლიქტს უკრაინაში დაუკავშირა ნემცოვის მკვლელობა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ. მისი თქმით, ნემცოვის მკვლელობის შემდეგ ნათელია, რომ კონფლიქტს მსხვერპლი მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთში არ მოჰყოლია.

“არ ვიცით, ვინ ისროლა, მაგრამ ნემცოვი იყო რუსეთში დემოკრატიის ერთ-ერთი დამცველი და უკრაინაში რუსეთის ჩარევის მოწინააღმდეგე, იყო ერთ-ერთი მათგანი, ვისაც რუსეთის ხელისუფლება მეხუთე კოლონას და მოღალატეებს უწოდებს“, - აღნიშნა ვერშბოუმ.  

კომენტარები