საქართველოს საგარეო კურსი

ბოკერია: მთავრობა დასავლურ კურსზე არსებული კონსენსუსის ეროზიას ცდილობს

ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ივანიშვილის გუნდი - შეგნებულად, შეუგნებლად, რაიმე სხვა მოტივაციით, ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, - ეროზიას და აღმოფხვრას იმ კონსენსუსის, რომელიც არსებობს ჩვენს დასავლურ კურსთან დაკავშირებით. ისინი ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას შეძლებენ და ამით დაგვიცავენ ჩვენ. ეს არის მტრული სახელმწიფო, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას, მაგრამ ეს სიფრთხილე არანაირად შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც საბაბი იმისთვის, რომ ჩვენს მომავალს გადავუსვათ ხაზი.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები