უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

წულუკიანი: ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი

news.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ქალის წარდგენის შესახებ. თეა წულუკიანის შეფასებით, ნინო გვენეტაძე სისხლის სამართლის კარგი სპეციალისტია. 

"მე ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ქალბატონი ნინო არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი სპეციალისტი და პროფესიონალი. დანარჩენი, რაც შეეხება მის დამტკიცებას, თქვენ იცით, რომ მთავრობა არ არის ამ პროცესში ჩართული და ამ თემაზე კომპეტენცია გააჩნია მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, სადაც, როგორც ვიცი, უკვე მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები", - აცხადებს თეა წულუკიანი. 

კომენტარები