სასწრაფო სამედიცინო სამსახური

ნარმანია: სასწრაფოს გამოძახების ოპერატიულობა უნდა გაიზარდოს

თბილისის მერია

თბილისის მერს სასწრაფო სამედიცინო მანქანების გამოძახების დაგვიანებებზე შენიშვნები აქვს. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ ხელმძღვანელს თემურ ბარკალაიას დაავალა, ყველაფერი გააკეთოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გამოძახების ოპერატიულობის გაზრდისთვის.

"დაემატა ახალი მანქანები, პერსონალს გაეზარდა ანაზღაურება, ამიტომ ახლა უკვე მენეჯმენტის საკითხია. ვავალებ ახალ ხელმძღვანელს, რომ ყველაფერი გააკეთოს გამოძახების ოპერატიულობის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ შევისწავლოთ დეტალურად სისტემა, სად არის ჩავარდნები, რაც ცალკეულ შემთხვევებში სასწრაფო სამეციდინო სამსახურის მანქანების დაგვიანებას იწვევს", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები