უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ხუთმა ორგანიზაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ანა დოლიძე წარადგინა

facebook.com/anna.dolidze

ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძის კანდიდატურა შესთავაზეს.

შესაბამის განცხადებას ხელს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN); საერთო-სამოქალაქო მოძრაობა-მრავალეროვანი საქართველო (PMMG); ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა; მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველო (IMTD-Georgia) და ტრანსცენდ-საქართველო (TRANSCEND-Georgia) აწერენ.

ანა დოლიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად დოლიძე სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს კანადაში, არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.

 

კომენტარები