ანტიისლამისტური მოძრაობა

ვენაში PEGIDA-ს აქციაში ასეულობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

bbc.com

ანტიისლამისტურმა მოძრაობა პეგიდამ, იგივე პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ, ავსტრიის დედაქალაქში მარში გამართა. აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. პარალელურად, პეგიდას მოწინააღმდეგეებმა კონტრაქცია გამართეს. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. უსაფრთხოების ზომებს ვენაში 1200 პოლიციელი იცავდა.

პეგიდა გერმანიაში დაფუძნდა და ამ ქვეყანაში რამდენიმე მრავალათასიანი აქცია უკვე გამართა. ავსტრიაში ულტრამემარჯვენე, მიგრაციის მოწინააღმდეგე თავისუფლების პარტიის პოპულარობა ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა და მისმა რეიტინგმა 28%-ს მიაღწია. 

კომენტარები