NATO-საქართველო

ალექსანდრ ვერშბოუ ვაზიანის პოლიგონზე ქართული ასეულის საველე სწავლებას დაესწრო

ალექსანდრ ვერშბოუ
wikipedia.org

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოში ვიზიტის მეორე დღე ვაზიანის პოლიგონზე სტუმრობით დაიწყო, სადაც ის ქართული ასეულის საველე წვრთნას დაესწრო. მაღალჩინოსანს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან პოლიგონზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დახვდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანის პოლიგონზე ვერშბოუს პოლიგონის შესაძლებლობები გააცნეს, რისთვისაც მხარდამჭერი ელემენტებით, ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართა. წვრთნის მიზანი თავდაცვით ოპერაციებში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწა და სწრაფი რეაგირება იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ალექსანდრ ვერშბოუმ არ გამორიცხა, რომ NATO-ს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში შესაძლოა ვაზიანის პოლიგონზე დაფუძნდეს.

კომენტარები