უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

მარგველაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრა დაიწყო. ისინი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ მსჯელობენ. შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც ესწრება. შეხვედრის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტთან მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კრიტერიუმებზე ისაუბრებს და კონკრეტული გვარების შეთავაზებას არ აპირებს.

შეხვედრას ესწრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. მურუსიძის თქმით, შეთავაზების შემთხვევაში ის თანახმაა, პოსტი დაიკავოს.

კომენტარები