დავოსის ეკონომიკური ფორუმი

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში თურქ კოლეგას შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქ კოლეგას აჰმეტ დავუთოღლუს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას თურქეთთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია".

შეხვედრას ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

კომენტარები