დავოსის ეკონომიკური ფორუმი

ღარიბაშვილი: საქართველოს უსაფრთხოება-კეთილდღეობას წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში

მერგო პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევრაზიის შუა დერეფნის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში. ურყევი მხარდაჭერა გამოვხატე სტრატეგიული პარტნიორების წინაშე. საქართველო ბუნებრივად არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი. საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში.

ჩვენი ურყევი მიზანია სამხრეთ კავკასიის განვითარება და ისეთ რეგიონად წარმოჩენა, რომელსაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩვენი მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესება და მომავალი თაობებისთვის აყვავებული მომავლის უზრუნველყოფა.

წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი twitter-ზე. 

კომენტარები