სახელმწიფო ბიუჯეტი

ივანიშვილმა 4 მილიარდი ლარი დაგვაკარგინა

მმართველობის 2 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს უკვე დააკარგინა 4 მილიარდი ლარი, ხოლო თითოეულ ჩვენგანს - საშუალოდ 900 აშშ დოლარი. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, ჯანდაცვაზე წელს დაიხარჯება 245 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე დაიხარჯებოდა, ის ეკონომიკური ზრდა რომ გაგრძელებულიყო, რაც მილიარდერი ივანიშვილის მმართველობამდე გვქონდა.

შედარება მარტივია:

კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის ბოლოს დაამტკიცა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც თან ახლდა გათვლები 2013-2016 წლებისთვის. თუ გადავხედავთ ამ დოკუმენტს, დავინახავთ, რა დავკარგეთ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 2 წლის განმავლობაში.

მაშინ პრემიერმა ივანიშვილმა გვთხრა, რომ 2015 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა იქნებოდა 36 მილიარდი ლარი (ნომინალში), ხოლო ერთ სულზე შემოსავალი - 4871.7 აშშ დოლარი.

ამის ნაცვლად დღეს, 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლითაც კი, შეიძლება იყოს 4 მილიარდით ნაკლები ანუ 32 მილიარდი ლარი (ნომინალში), ხოლო ერთ სულზე შემოსავალი - დაახლოებით 900 აშშ დოლარით ნაკლები ანუ 3,944.3 აშშ დოლარი.

ივანიშვილის 2012 წლის გათვლებით, 2015 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო 3,406 მლნ ლარი, რეალურად კი დაიგეგმა 623 მლნ ლარით ნაკლები ანუ 2,775 მლნ ლარი. უშუალოდ ჯანდაცვაზე უნდა ყოფილიყო 906 მლნ ლარი, რეალურად კი დაიგეგმა 245 მლნ ლარით ნაკლები ანუ 661 მლნ ლარი.

კომენტარები