სახელმწიფო ბიუჯეტი

2019 წელს საჯარო უწყებებში შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასი 25 მილიონი ლარით გაიზარდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშე სტატუსით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებამ გასულ წელს 242 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 25 მილიონით აღემატება. 

კანონის მიხედვით, შტატგარეშე დასაქმებულთა წილი 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა ამ სტატუსით სამსახურში აყვანის პროცედურები ბევრად უფრო მარტივია, რის გამოც ასეთი მოხელეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ამასთანავე, დადგენილი 2%-იანი ზღვარის გადალახვა უწყებებს მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ. ჯამურად წლის განმავლობაში, სახელმწიფო აპარატის შენახვა მოსახლეობას 1,697 მილიარდი ლარი დაუჯდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 95 მილიონი ლარით აღემატება. 

ამ თანხის უდიდესი ნაწილი - 1 454 მილიარდი ლარი - შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურებას მოხმარდა. პარალელურად გაიზარდა სამივლინებო ხარჯებიც - 2019 წელს სამთავრობო მივლინებებზე ჯამურად 80,8 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 4 მილიონი ლარით აღემატება.

კომენტარები