თეორემა

აორთქლებული ქურდები და ხელისუფლების კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან

კრიმინალური სამყაროს წევრები, რომელთა საქართველოში დეპორტაციასაც უცხო ქვეყნების, ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, თვითმფრინავიდან ორთქლდებიან.

ნაციონალური მოძრაობა და ყოფილი სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ ათამდე კანონიერი ქურდის გაუჩინარება საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით მოხდა. მათი მტკიცებით კანონიერ ქურდებს თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს ხელისუფლების დავალებით ხვდებიან და ნათესავების მონახულების შემდეგ თურქეთში გადაჰყავთ ისე, რომ საზღვრის კვეთა არ აღნიშნება.

შეიძლება თუ არა ვისაუბროთ იმაზე, რომ აღდგა 90-იანი წლების მსგავსი თანამშრომლობა სამართალდამცავებსა და კრიმინალურ სამყაროს შორის, თუ კი, რა სარგებელს იღებს ამ თანამშრომლობით ხელისუფლება და რა ზიანი ადგება მოსახლეობას. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით თეორემას მეორე ნაწილის სტუმრებთან ერთად.

კომენტარები