პარიზის ტერაქტი

მინდიაშვილი: ტერორს ყველაზე მეტად ტერორისტებისადმი შემწყნარებლობა ასაზრდოებს

უდიდესი შეცდომაა, როცა ისლამს სხვა რელიგიებს ან მსოფლმხედველობებს ადარებენ და მედიდურად ამბობენ, ყურანი მოძალადეების წიგნია ანდა ყველაფერში რელიგიაა დამნაშავე. ეს არა მარტო ღრმა უვიცობა, არამედ რეალური, ტოტალური ძალადობისკენ მიმავალი გზაც არის.
სიმხდალეა, როცა ფუნდამენტალისტური მხეცობების შემდეგ, ხელს მსხვერპლისკენ იშვერენ და ტერორისტებისთვის უმკაცრესი პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, პასუხისმგებლობას, ლაჩრულად, გამოხატვის თავისუფლებას ჰკიდებენ, მის შეზღუდვას მოითხოვენ.
და აბსურდის მწვერვალია, როცა ტერორიზმის წინააღმდეგ რეალური შეტევების გამო, მშვიდობის მტრედები, გამუდმებით, მიზანმიმართულად ტერორისტების მხარეს დგებიან და დემოკრატიულ მთავრობებს ესხმიან თავს. ტერორს ყველაზე მეტად ტეროსტებისადმი შემწყნარებლობა ასაზრდოებს.

წერს ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიშვილი Facebook-ზე პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით.

კომენტარები