თეორემა

"გილოცავთ დამდეგ 1999 წელს" - რუსეთი პანიკამ მოიცვა

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის შეფასებაში მარტო არ არის. ივანიშვილის და გუნდის პოზიციას ვლადიმირ პუტინიც იზიარებს. "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სააკაშვილს დევნის, როგორც ტილიანს აბანოში" - განაცხადა ქართველი ხალხის დაუძინებელმა მეგობარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა სააკაშვილი პუტინის მთავარი თავის ტკივილი დღეს ნამდვილად არ არის. რუსეთს დეჟა ვიუ აქვს - რუსული რუბლი იძირება. ქვეყანა პანიკამ მოიცვა - ვისაც რუსული ფული აქვს, ცდილობს უცხოურ ვალუტაზე, ძვირფასეულობაზე ან სხვა საქონელზე გაცვალოს. ნაკლებად შეძლებულები საკვებს, საპონს და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტს იმარაგებენ. გილოცავთ დამდეგ, 1999 წელს - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ეკონომიკური გამოცემა მიმდინარე პროცესებს და 1998 წლის ავადსახსენებელი დეფოლტი გაიხსენა.

ხელისუფლებისვე პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2015 წელს 4.5 პროცენტით შემცირდება. რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, ეკონომისტ ევა ბოჭორიშვილს ვესაუბრებით.

კომენტარები