რუსული რუბლი

რუბლის კურსმა ახალი რეკორდები დაამყარა, ქვეყანაში პანიკის ნიშნებია

რუსულმა რუბლმა დღევანდელ ვაჭრობაზე ვარდნა განაგრძო. რუსული ვალუტის კურსმა დოლართან და ევროსთან მიმართებაში ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს - 80-ს და 100-ს მიაღწია. თუმცა, ვაჭრობის განმავლობაში კურსი ოდნავ გამყარდა.

ექსპერტები რუბლის უკონტროლო ვარდნის დაწყებაზე საუბრობენ, მოსახლეობაში კი პანიკის ნიშნებია - მოქალაქეებმა მასობრივად უცხოური ვალუტის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა დაიწყეს.

კომენტარები