რუსული რუბლი

რუბლის ისტორიული მინიმუმი - ერთი აშშ დოლარი 53 რუბლი ღირს

Getty Images

რუსული რუბლი დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. მისმა გაცვლითმა კურსმა დღეს ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ერთი ამერიკული დოლარი 53 რუსული რუბლი ღირს.

რუბლის გაუფასურება მსოფლიოში ნავთობზე ფასების კლებას უკავშირდება. OPEC-ის გადაწყვეტილებით, ნავთობზე ფასების შემცირების მიუხედავად ნავთობმომპოვებელი ქვეყნები მოპოვებას არ შეამცირებენ, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასების მომავალ კლებას შეუწყობს ხელს. ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 70 აშშ დოლარს შეადგენს.

რუსეთის ეკონომიკური ზრდის მინისტრმა ალექსეი ულუკაევმა რაშა თუდეისთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავთობზე მაღალი ფასი დააზარალებს იმ ქვეყნებს, სადაც ნავთობის მოპოვება შედარებით ძვირადღირებულია, მათ შორის დაზარალდებიან ირანი, ერაყი, ვენესუელა და რუსეთი. 

კომენტარები